
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს, დინამო თბილისი ყაზახეთის გუნდ ასტანასთნ გამართვას.
ასტანაში გამართულ პრესკონფერნციაზე, დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
“არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც თავისი გუნდის გამარჯვებას არ ელოდება. ამიტომ, გამარჯვების იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. ჩვენს გუნდში არის მიკრო ტრავმები, თორნიკე კირკიტაძე ვერ ითამაშებს. მეტოქეს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ბევრი მათგანი თამაშობს ან ადრე უთამაშია თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში.”- თქვა ჭიაბერაშვილმა.
მთავარ მწვრთნელს მოსალოდნელ გარემო-პირობებზეც კითხეს:
“ხელოვნური საფარი ჩვენთვის პრობლემაა, ისევე, როგორც ამინდი. ჩვენთვის 35-38 გრადუსი ტემპერატურა სიახლე არ არის, მაგრამ ასეთი სიცხე წელს თბილისში არ ყოფილა, ამიტომ, ჯერ ადაპტაცია არ გაგვივლია”.
შეგახსენებთ, რომ ასტანა-დინამო 12 ივლისს, 18 საათზე გაიმართება.