ოქტომბერი 13, 2024

მანჩესტერ იუნაიტედისა და აიაქსის ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი ტვინში სისხლჩაქცევის გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის ვეტერანი ხორვატიაში მკურნალობს, სადაც შვებულებაში იმყოფებოდა.

აიაქსმა განაცხადა, რომ ნიდერლანდელი ყოფილი ფეხბურთელი “სტაბილურ მდგომარეობაშია”.

“აიაქსში ყველა უსურვებს ედვინს სწრაფ გამოჯანმრთელებას”, – დასძინა ერედივიზიის კლუბმა. “ჩვენ შენზე ვფიქრობთ.”

ვან დერ სარი მაისში გადადგა აიაქსის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც გუნდმა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და 2009 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაცია.

ვან დერ სარმა “წითელ ეშმაკებში” 266 მატჩი ჩაატარა და დაეხმარა მათ ოთხი პრემიერ ლიგის ტიტულისა და 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგებაში.

განცხადებაში მანჩესტერ იუნაიტედმა თქვა: „ ჩვენს სიყვარულსა და ძალას გიგზავნით, ედვინ.”

შეგახსენებთ,რომ მეკარემ ასევე ითამაშა ფულჰემსა და სერია A-ს იუვენტუსში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *