
ბრაზილიურმა კლუბმა კორინთიანსმა დაგმო გულშემატკივრები,რომლებიც თავს დაესხნენ ნახევარმცველ ლუანს სასტუმროში.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ის შენობიდან გაიყვანეს გაბრაზებულმა მხარდამჭერებმა, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მისი გამოსვლებით.
ლუანმა, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ინსტაგრამზე სისხლიანი სამოსის სურათი გამოაქვეყნა.
„კორინთიანსმა მწუხარებითა და აღშფოთებით მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპორტსმენ ლუანს გულშემატკივრები დაესხნენ “, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
“ძალადობის კიდევ ერთი ამაზრზენი შემთხვევის შემდეგ, კორინთიანსი ნანობს ამჟამინდელ შეუწყნარებლობას, რომელიც დომინირებს ბრაზილიურ ფეხბურთში. არაფერი ამართლებს აგრესიას.”
ლუანმა მცირე დაზიანებები მიიღო მას შემდეგ, რაც თავს დაესხნენ სამშაბათს სასტუმროში წვეულებაზე, რომელსაც მასპინძლობდა, იტყობინება ადგილობრივი მედია.
30 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ოდესღაც ლივერპულს უკავშირებდნენ და 2016 წლის რიოზე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, კორინთიანსში 80 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მაგრამ ბოლო ორი სეზონი რეგულარულად არ უთამაშია.