
ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იტალიის სერია A-ში, 2023-2024 წლების სეზონში, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე ითამაშებს.
20 წლის ქართველი თავდამსხმელი ,,დინამო ბათუმიდან” კარიერას ,,ფროზინონეში” გააგრძელებს.
გასულ სეზონში ,,ფროზინონემ” სერია B-ში პირველი ადგილი დაიკავა და ახალი სეზონიდან იტალიის რანგით უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში იასპარეზებს