
სილვიო ბერლუსკონი, იტალიის პრემიერ მინისტრი,რომელიც ქვეყანას ოთხჯერ მართავდა და მილანის ყოფილი მფლობელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC იუწყება.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ განაცხადა: „ერა დასრულდა. ძალიან მომენატრება“.
ბერლუსკონის გარდაცვალებას მილანის ფეხბურთელები გამოეხმაურნენ, მათ შორის კახა კალაძე.
„ძვირფასო სილვიო, დღეს იტალიამ და საფეხბურთო სამყარომ დაკარგო პროტაგონისტი, კაცი,რომელმაც შეაძლებინა მილანს მოეგო ყველა ტიტული, ადამიანი,რომელიც ყველაფრისთვის იყო მზად, ადამიანი,როომელმაც საფეხბურთო ისტორია შექმნა. მადლობა პრეზიდენტო! გულით თანავუგრძნობ ბერლუსკონის ოჯახს. „ – წერს კალაძე.