
ნერაძურის მწვრთნელი სიმონე ინძაგი Mediaset-ს ესაუბრა და მატჩის შემდეგ მანჩესტერ სიტისთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა.
“ინტერმა გამარჯვება დაიმსახურა. არაფრის თქმა არ გვჭირდება, ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ბიჭები საოცარნი იყვნენ! სათითაოდ ჩავეხუტე, მართლა ვერავის ვერაფერი ვუთხარი: მშვენივრად ითამაშეს. მანჩესტერ სიტი ყველამ ვიცით, რა გუნდია და რამდენად ძლიერია.“
“ბოლო 25 წუთი ყველამ იხილეთ, ვფიქრობ, ბურთს თითქოს არ უნდოდა შემოსვლა: ძელი, ქუსლები, სეივები ხაზში, თანაგუნდელები აბრუნებდნენ დარტყმას… პატივისცემა ჩემს ბიჭებს. ყველას ვუთხარი, რომ უნდა იამაყონ. .
მატჩზე საუბრის შემდეგ ინძაგი ინტერისა და მის მომავალზე ალაპარაკდა.
“ახლა რამდენიმე დღე უნდა დავისვენო… მაგრამ კლუბში დიდი ჰარმონია გვაქვს. ახლა ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და ერთად შევაფასებთ მომავალს. პატივი კლუბს, გუნდს და არაჩვეულებრივ გულშემატკივარს.
საბოლოოდ ბედმა, შეცდომებმა და ზოგიერთმა დეტალმა ფინალი შეცვალა.