
რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ,,ტორპედო” კახა ჩხეტიანმა დატოვა, რამდენიმე წუთის წინ კი გუნდის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ.
გთავაზობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებას:
19 მაისს, 17:00 საათზე “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში” გაიმართება ქუთაისის “ტორპედოს” ახალი მთავარი მწვრთნელის, შოტლანდიელი სტივ კინის პრესკონფერენცია. 55 წლის სპეციალისტი პრემიერლიგაში ნამუშევარი პირველი მწვრთნელია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში იმუშავებს, მას მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, სტივ კინის კარიერა ინგლისურ, შოტლანდიურ და ავსტრალიურ კლუბებში საქმიანობას იტევს. ასევე აქვს სანაკრებო გამოცდილებაც. საფეხბურთო კლუბებში წლების მანძილზე, მენეჯმენტის კუთხით სხვა და სხვა წამყვან პოზიციებზეც უმუშავია. განსაკუთრებული საფეხბურთო ავტორიტეტითა და პროფესიონალიზმით გამორჩევა ბრიტანეთში, სადაც მას ისეთი სპეციალისტები აფასებენ, როგორებიც სერ ალექს ფერგიუსონი, ჟოზე მოურინიო, როი ჰოჯსონი და კრეიგ ბრაუნი არიან.
23 მაისს, სამშაბათს 18:00 საათზე „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სააქტო დარბაზში, ჩვენი კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი გუშემატკივრებს და დაინტერესებულ პირებს შეხვდება. პირადად მოგეცემათ საშუალება სრულად გაიზიაროთ 55 წლის სპეციალისტის შეხედულებები და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიგოთ ქუთაისის “ტორპედოსთან” ერთად დასახული, მისი სამომავლო გეგმებისა და ამბიციების შესახებ.