
კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმა დაადასტურა, რომ კლუბს 18 წლის შემდეგ სეზონის ბოლოს დატოვებს.
ყოფილმა ესპანელმა ნახევარმცველმა,ბარსელონას შემადგენლობაში 718 მატჩი ჩაატარა და კლუბის ისტორიაში მესამე ყველაზე უხვმატჩიანი ფეხბურთელი გახდა.
კლუბთან ერთად მოპოვებული ჯილდოების სიაში შედის რვა ლა ლიგის ტიტული, შვიდი კოპა დელ რეი, 7 ესპანეთის სუპერთასი და სამი ჩემპიონთა ლიგა.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, დადგა დრო”, – თქვა ბუსკეტსმა.
“ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა,” – დასძინა მან. “ყოველთვის ვოცნებობდი ამ მაისურით ამ სტადიონზე მეთამაშა. რეალობამ ყველა ჩემს ოცნებას გადააჭარბა.“
„ეს იყო პატივი, ოცნება, სიამაყის წყარო და ყველაფერს ნიშნავდა ამ სამკერდე ნიშნის დაცვა და წარმომადგენლობა ამდენი წლის განმავლობაში.“ – დაამატა კაპიტანმა.
“მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს შესაძლებელი გახადა, პირველი დღიდან უკანასკნელამდე.”
ბუსკეტსი შეუერთდა კლუბს 2005 წელს, როგორც ახალგაზრდა მოთამაშე, გადავიდა ბარსელონას B გუნდში, სანამ პირველ გუნდში დებიუტს შეასრულებდა მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, 2008 წლის ლიგის მატჩში რასინგ სანტანდერის წინააღმდეგ.
ნახევარმცველი, რომელმაც ასევე მოიგო სამი ევროპის სუპერთასი და სამი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ესპანურ გიგანტებთან ერთად, აპირებს დაასრულოს ბარსელონას კარიერა მეცხრე ლიგის ტიტულით.
უმაღლეს გუნდში გატარებული 15 წლის განმავლობაში მან 18 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა გააკეთა.