დეკემბერი 7, 2023

Serie A-ის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტერს, სადაც დიეგო მარადონა ხვიჩა კვარაცხელიას გვირგვინს ადგამს, ნიგერიული აუდიტორიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი გვერდს რასიზმში ადანაშაულებენ და თვლიან, რომ მეფე ვიქტორ ოსიმენია.

 

ამ ფაქტს ნიგერიის არჩეული პრეზიდენტი ბოლა აჰმედ ტინუბუ გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

 

“ვფიქრობ, ყველა შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ იტალიაში კორონაცია იყო, სადაც ჩვენმა ვაჟმა, ვიქტორ ოსიმენმა, მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია A-ს ახალი მეფე!

 

ვიქტორმა განაგრძო ნიგერიის საფეხბურთო ბრწყინვალების შესანიშნავი ტრადიცია გლობალურ სცენაზე. ჩვენ ყველანი ვამაყობთ მისით და ვუსურვებთ წარმატებებს უკვე ღირსშესანიშნავ

კარიერაში”, – განაცხადა ტინუბემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *