დეკემბერი 7, 2023

45 წლის სპეციალისტმა, კახა ჩხეტიანმა ქუთაისის ,,ტორპედო” დატოვა.

 

ინფორმაცია ,,ტორპედოს” ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.

 

 

ქუთაისის “ტორპედოს”
განცხადება:

ქუთაისის “ტორპედოს” მენეჯმენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კახაბერ ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა.
“ტორპედო” მადლობას უხდის მას გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება “ტორპედოს” ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია.

 

 

Marca.ge-ს ინფორმაციით ქუთაისელთა მომავალი მთავარი მწვრთნელი უცხოელი იქნება. 12 ტურის შემდეგ ,,ტორპედო” ეროვნულ ჩემპიონატში მე-6 პოზიციას იკავებს.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *