ოქტომბერი 12, 2024

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურის შეხვედრაში “ნაპოლი” “უდინეზეს” უმასპინძლებს.

 

დიდია შანსია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში “ნაპოლიმ” ჩემპიონობა გაინაღდოს. ამისთვის ლუჩიანო სპალეტის გუნდს მინიმუმ 1 ქულის აღება მოუწევს.

 

საჩემპიონო შეხვედრაში რაიმე გაუთვალისიწნებელი თუ არ მოხდა, “ნაპოლის” ქართველი თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

 

იხილეთ “პარტენოპეის” სავარაუდო შემადგენლობა:

 

მეკარე: ალექს მერეტი

 

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო, ამირ რაჰმანი, კიმ მინ ჯაე, მატიას ოლივერა

 

ნახევარმცველები: ზამბო ანგისა, სტანისლავ ლობოტკა, პიოტრ ჟიელინსკი

 

შემტევები: ირვინგ ლოსანო, ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია.

 

ცნობისთვის, “ნაპოლისა” და “უდინეზეს” დაპირისპირება 4 მაისს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *