
რამდენიმე თვის წინ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ მოსკოვის “ლოკომოტივის” 23 წლის მოთამაშე, კონსტანტინ მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან ახლოს იყო, რაც მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა. მამამისმა ეს ამბავი უარყო.
მოსკოვის “ლოკომოტივის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, იური ნაგორნიხმა ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა:
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციდან არანაირი შეთავაზება არ ყოფილა, კონსტანტინე მოქალაქეობა არ აქვს შეცვლილი.
მე ვიცი, რომ ეს მისი და მამამისის გადაწყვეტილება. რა ინფორმაციაც მაქვს, შესაბამისად ვსაუბრობ.” – განაცხადა ნაგორნიხმა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.