ივნისი 7, 2023

მიხეილ წულაია, რომელიც “როსტოვში”, ჯერჯერობით, სათადარიგოდ ჰყავთ. გასაგებია, რომ ახლა რუსულ ფეხბურთში სერიოზული კრიზისია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიიდან გამომდინარე საერთაშორისო (ფიფა-უეფა) იზოლაციის გამო, შესაბამისად, რუსეთის ჩემპიონატიც ვეღარ არის ფინანსურად ისეთივე ღონიერი, როგორც 2022 წლამდე იყო.

 

მაგრამ არც იმდენად დაბალი დონისაა, რომ იქ საინტერესო მოთამაშეები არ იყვნენ. “როსტოვი” ამჟამად რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერია – მეორე ადგილზეა ჩემპიონატში. გუნდს ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი ავარჯიშებს, ბოლო ტურში კი “სპარტაკს” მოსკოვში დაუზავდა – 1:1.

 

კარში რუსეთის ნაკრების მეკარე სერგეი პესიაკოვი იდგა, რომლის შემცვლელიც 18 წლის მიხეილ წულაია გახლდათ – წარმოშობით ქართველი.

 

მიხეილ დავითის ძე წულაია 2005 წლის 8 თებერვალს როსტოვში დაიბადა. ტანმაღალი (190 სმ) მეკარე იქვე იზრდებოდა და კლუბის აკადემიიდან მთავარ გუნდში 2022 წელს, 17 წლისა დააწინაურეს.

 

წულაიას საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს – ნათამაშები აქვს რუსეთის 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, რაც შემთხვევითი ამბავი ნამდვილად ვერ იქნება.

 

გარდა ამისა, მან “როსტოვში” სადებიუტო მატჩის ჩატარებაც მოასწრო – 2022 წლის 23 ნოემბერს რუსეთის თასზე “ორენბურგის” წინააღმდეგ ითამაშა.

 

“ტრანსფერმარკტის” მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 50 ათასი ევროა. ვფიქრობ, ღირს მასზე დაკვირვება და ყურადღების მიქცევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.