ივნისი 7, 2023

ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში თბილისის “საბურთალომ” შინ ბათუმის “დინამო” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

 

შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა. პირველი ტაიმის მიწურულს პაატა ღუდუშაურმა შავიზვისპირელები დააწინაურა.

 

მატჩის 48-ე წუთზე გიორგი ძარიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, მატჩის 73-ე წუთზე კი ვლადიმერ მამუჩაშვილმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.

 

ამის შემდეგ “საბურთალომ” შეუძლებელი შეძლო. შეხვედრის 87-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ სხვაობა 2-მდე შეამცირა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი შეიკნე სილამ დუბლი შეასრულა და “საბურთალოს” ქულა გადაურჩინა.

 

გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილს იკავებს, “საბურთალო” კი მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

 

ბათუმის “დინამო” მომდევნო შეხვედრას გორის “დილას”წინააღმდეგ გამართავს, ომარ თეთრაძის გუნდი კი ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.