
ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში გორის “დილამ” შინ ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და ანგარიშით 5:0 სძლია.
პირველი ტაიმის მიწურულს რევაზ ჩიტეიშვილმა ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე ნიკა გაგნიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. მალევე ტიერი გეილიმ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
შეხვედრის 70-ე წუთზე გეილიმ დუბლი შეასრულა. მატჩის ბოლო წუთებში გიორგი ცეცხლაძემ საბოლოო წერტილი დასვა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს, “ტორპედო” კი მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
ცნობისთვის, გორის “დილა” მომდევნო შეხვედრას ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ ჩაატარებს, კახა ჩხეტიანის გუნდი კი “სამტრედიას” დაუპირისპირდება.