ოქტომბერი 13, 2024

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ფანკლუბმა “ჯუნგლებმა” სოციალური ქსელში პოსტი გაავრცელა.

📢ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა📢

გირის “დილასთან” 3:0 ის შემდეგ მე-60 წუთზე ფანებმა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ ტრიბუნა და უკან წამოვედით..

ეს გუნდი მარტო ჩვენი არაა “ჯუნგლების” ეს გუნდი მთლიანად ქუთაისისაა და ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ პასუხი ამ კატასტროფაზე!!!

ჩვენ არ გადავახტით ქალაქს თავზე და ამიტო მიივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ხვალ საღამოს დავწერეთ ზუსტ დროს და ადგილის შეხვედრის და ყველამ უნდა მოხვიდეთ ხალხო, კომენტარებს რო წერთ ეგ არაა საკმარისი მოდით და ყველამ ერთად გავაგებინოთ ამათ თუ რას ნიშნავს “ტორპედო” ჩვენთვის და ქუთაისისთვის!!!

ეს ჩვენი და ჩვენი ქალაქის უპატივცემულობა და შეურაცხყოფაა, რაზეც ჩვენ თვალს აღარ დავხუჭავთ არააქ მნიშვნელობა ვინ იქნება ხელმძღვანელობა, მწვრთნელები თუ ფეხბურთელები ყველას ერთნაირად მოეთხოვება პასუხი ამ ყველაფერზე…

 

P.S შეხვედრაზე უნდა იყოს მთლიანი გუნდი, სამწვრთნელო სტაფი ,ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *