
სერია ა-ს 31-ე ტურში “ნაპოლი” ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.
თუ Opta-ს დავუჯერებთ, საქართველოს ნაკრებისა და “პარტენოპეის” ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ხვალ რეკორდის დამყარების საშუალება მიეცემა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ხვალ კვარა “ბებერ ქალბატონს” გაიტანა, გახდება პირველი ფეხბურთელი “ნაპოლის” ისტორიაში, რომელიც თავის სადებიუტო სეზონში “იუვეს” კარს ორივე შეხვედრაში აიღებს.
მას შემდეგ, რაც სერია ა-ში გამარჯვებისთვის გუნდი 3 ქულას იღებს (1994/1995 წლების სეზონიდან), კამპანიელებს ასეთი შედეგის მქონე მოთამაშე არ ჰყოლიათ.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსთან” პირველი წრის ეგიდით გამართულ ჯახში ხვიჩამ გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, “ნაპოლიმ” კი მეტოქე გააცამტვერა – 5:1.