
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში “მეცი” “სენტ ეტიენს” დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. სტუმართა ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 82 წუთი გაატარა.
22 წლის შემტევმა საკუთარი გუნდი მე-10 წუთზე დააწინაურა, 26-ე წუთზე კი პენალტი გაიტანა.
უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა გიორგის 8.0 ქულა დაუწერა, მეორე გამოცემა Flashscore-მა კი ქართველის თამაში 8.5 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.