
“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “მილანის” წინააღმდეგ დამარცხდა.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების და “პარტენოპეის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
II Mattino-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლის” კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ქართველი თანაგუნდელი გაამხნევა:
“გეყოფა საკუთარი თავის დადანაშაულება. ჩვენ იმის გამო არ გამოვვარდით, რომ პენალტი ვერ გაიტანე.” – განაცხადა დი ლორენცომ.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალური წყვილის ვინაობა ცნობილია. “რეალი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება, “მილანი” კი “ინტერს” შეხვდება.