ივნისი 7, 2023

goal.com-მა, ბოლო თვის მონაცემების მიხედვით, “ოქროს ბურთი 2023”-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. “ნაპოლის” ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ერთი, ხოლო მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი ორი პოზიციით დაქვეითდა.

 

ცხადია, საბოლოო რეიტინგში ბევრი რამ ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას გამოცემა:

 

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

ბოლოს მეექვსე პოზიციაზე იყო

16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა 2022/23 წლების სეზონში

 

“კვარაცხელია “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “მილანის” წინააღმდეგ შესანიშნავ ფორმაში იყო, მაგრამ დიდებულად მოთამაშე მაიკ მენიუს კარში გოლის გატანა ვერ შეძლო.

 

თუ

“ნაპოლის” ისტორიაში პირველად უნდა ტურნირის ოთხ ფინალისტს შორის მოხვდეს, ფეხბურთელს, რომელსაც “კვარადონას” უწოდებენ, წინ ნაბიჯის გადადგმა სჭირდება”.

 

“ოქროს ბურთი 2023”-ის განახლებული ტოპ-ათეული:

 

1. ლიონელ მესი (პსჟ)

2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

3. კილიან მბაპე (პსჟ)

4. ვინისიუსი (რეალი)

5 ქარიმ ბენზემა (რეალი)

6. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)

7. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

9. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნიტედი)

10. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.