დეკემბერი 2, 2023

15 აპრილს, საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში “მეცი” “ბორდოს” დაუპირისპირდა 3:0 დაამარცხა. ჩვენდა სასიხარულოდ, მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი მიქაუტაძემ, მეტოქეს 2 ეფექტური გოლი გაუტანა და დუბლი შეასრულა. 22 წლის ფორვარდმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი მიზანი ლიგა 1-ის საგზურის მოპოვებაა.

 

“სად გავაგრძელებ კარიერას? ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. “მეცთან” კონტრაქტი 2026 წლამდე მაკავშირებს. ამჟამად, ჩემი მთავარი მიზანი კლუბის ლიგა 1-ში აღზევებაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს” – განაცხადა მიქაუტაძემ.

 

“მეცი” სატურნირო ცხრილში 55 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. ლასლო ბოლონის

გუნდი მომდევნო მატჩს 22 აპრილს “სენტ ეტიენის” წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *