დეკემბერი 2, 2023

ხვალ, 15 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სერია A-ს 30-ე ტურში, გათამაშების ლიდერი “ნაპოლი” “ვერონას” უმასპინძლებს.

 

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, აღნიშნულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს  რათა “მილანთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასამართი შეხვედრისთვის ძალები აღიდგინონ.

 

გამოცემის ინფორმაციით, “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, შესაძლოა, გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და სტანისლავ ლობოტკაც დაასვენოს. საეჭვოა კიმის თამაშიც. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთკორეელი ყვითელი ბარათების გამო “როსონერისთან” მატჩს გამოტოვებს, 26 წლის მცველი ჩემპიონატში ერთი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიკაციას

მიიღებს და საკუთარ გუნდს “იუვენტუსის” წინააღმდეგ 31-ე ტურის შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

 

შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს 74 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ “ლაციოს” 16 ქულით უსწრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *