
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “მილანმა” ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე “ნაპოლი” ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მიუხედავად წაგებული შეხვედრისა, ხვიჩა კვარაცხელია თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და იტალიური მედიისგან შემდეგნაირი შეფასება დაიმსახურა:
Calciomercato – “პირველ წუთზე დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ მილანის მცველები კარში კედლად აღიმართნენ. ნაპოლის მომენტები მისი დამსახურება იყო.”
Tuttomercatoweb – “თამაშის დაწყებიდან ზუსტად 1 წუთში ხვიჩამ რეალური მომენტი გაანიავა. კვარაცხელიას მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო. ქართველი ფეხბურთელი ყოველთვის ბევრს ცდილობს, მაგრამ მის განეიტრალებას ხშირად ახერხებენ.”
შემდეგი მატჩი “პარტენოპეის” სერია A-ში “ვერონას” წინააღმდეგ აქვს, 18-ში ნეაპოლში “მილანს” მიიღებს.