ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “მილანისა” და “ნაპოლის” მატჩი შედგა, სადაც მასპინძლებმა 1:0 გაიმარჯვეს.
აღნიშნულ შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა ისმაილ ბენასერმა მოახერხა, რომელმაც “როსონერი” მე-40 წუთზე დააწინაურა.
რაც შეეხება “პარტენოპეის” 77-ე ნომერს, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 81 წუთი დაჰყო და SofaScore-ისგან 6.9 შეფასება დაიმსახურა.