დეკემბერი 2, 2023

აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ აქვს კარგი ამბავი ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით.

 

“ნაპოლის” პრეზიდენტის თქმით, ნიგერიელი ფორვარდი ვერ იქნება მზად “სან სიროს” მატჩისთვის, თუმცა იმედი აქვს, რომ გამოჯანმრთელდება საპასუხო მატჩისთვის, რომელიც 18 აპრილს “სტადიო მარადონაზე” გაიმართება.

 

მაგრამ სპალეტის პრობლემა მხოლოდ ოსიმენის ტრამით არ შემოიფარგლება. “ლეჩესთან” მატჩში დაშავდა ჯოვანი სიმეონეც, ხოლო ჯაკომო რასპადორის, რომელმაც ახლახან მოიშუშა ტრავმა, ბოლო დღეებში გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

 

მაშ, რა არჩევანი დარჩა სპალეტის? როგორც ნეაპოლური გამოცემა Napolipiu.com წერს, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ინტენსიურად ვარჯიშობს ხვიჩა კვარაცხელია.

 

სწორედ ქართველ გარემარბს მოიაზრებს სპალეტი წინა ხაზზე ოსიმენის ნაცვლად, ხოლო რაც შეეხება ხვიჩას ადგილს, მას ელიფ ელმასი დაიკავებს, ხოლო მარჯვნივ არჩევანი მატეო პოლიტანოსა და ირვინგ ლოსანოს შორის გაკეთდება.

 

შეგახსენებთ, რომ “მილანისა” და “ნაპოლის” მატჩს 12 აპრილს 23:00 საათიდან ვნახავთ. ამავე დღეს “რეალი” “ჩელსის” უმასპინძლებს, 11 აპრილს კი “მანჩესტერ სიტი”-“ბაიერნი” და “ბენფიკა”-“ინტერია”, რომლებიც ასევე 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *