
“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში “მილანს” დაუპირისპირდება.
სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “პარტენოპეის” ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ოსიმენი აღნიშნულ შეხვედრას გამოტოვებდა.
“ნაპოლიმ” განაცხადი გამოაქვეყნა და ასეც მოხდა. 24 წლის თავდამსხმელი “მილანთან” შეხვედრას დაზიანების გამო გამოტოვებს.
საგულისხმოა, რომ “პარტენოპეის” კიდევ ერთი თავდამსხმელი, ჯოვანი სიმეონეს დააკლდება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 9-იანის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. მარცხენა ფლანგზე კი ელიფ ელმასი იასპარეზებს.
ცნობისთვის, “ნაპოლისა” და “მილანის” დაპირისპირება 12 აპრილს 23:00 საათზე შედგება.