აპრილი 16, 2024

მანჩესტერ სითის საუთჰემპტონთან 4-1 მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ არსენალზე ისაუბრა.

“მინდა ვიყო იმ პოზიციაზე, რომელზეც ახლა არსენალია. ეს მომეწონებოდა. ეს არის ის, რაც არის. ახლა საქმე მიუნხენის ბაიერნს ეხება.”

ერლინგ ჰალანდმა ორჯერ გაიტანა გოლი ჯეკ გრილიშთან და ჯულიან ალვარესთან ერთად. გვარდიოლას გუნდი 67 ქულამდე ავიდა, არსენალი სულ რაღაც 5 ქულით უსწრებთ.

“მეთოფეებმა” კვირას ლივერპულში უნდა მოიგოს, რათა რვა ქულიანი უპირატესობა დაიბრუნონ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, ენფილდზე, 19:30 საათზე ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *