
ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი ზვიად ენდელაძე 57 წლის გახდა.
ენდელაძემ, საფეხბურთო კარიერა 1987 წლიდან, გუნდ “ზარზმა ადიგენში” დაიწყო. შემდეგ ის, “რუსთავის მეტალურგის” საირმის „ბაღდათის“, “სამტრედიას”,ზესტაფონის “მარგვეთის”, ვლადივოსტოკის „ლუჩის“ ღირსებას იცავდა.
1995–96 წლის სეზონში ზესტაფონის „მარგვეთის“ რიგებში მან შეძლო 40 გოლის გატანა, იგი გახდა ბომბარდირი ევროპის შიდა ჩემპიონატებში და დაიმსახურა ევროპის ოქროს ბუცი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრიზი მას არ მიუღია, მაინც ირიცხება გამარჯვებულთა სიაში ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან გერდ მიულერი, ტიერი ანრი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და სხვა