
“ნაპოლის“ თავმა დე ლაურენტისმა ბოლო დღეებში რამდენჯერმე უარყო ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესაძლებლობა, მაგრამ იტალიური მედია სხვა რამეს გვამცნობს.
Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, რათა ქართველი ფეხბურთელის სიტუაცია შეაფასოს.
იტალიელები ხვიჩას გაყიდვას დამდეგ ზაფხულს არ აპირებენ, მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, რომლის მიხედვით, კვარა რამდენიმე გრანდს დაუკავშირეს. ნეაპოლელთა მიზანი უცვლელია – კონტრაქტის 2028 წლამდე განახლება და ხელფასის მომატება.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში – 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა. ამ დროისთვის ქართველის ფასი transfermarkt-ზე 85 მილიონი ევროა.