
გიორგი მამარდაშვილით ამჯერად „ჩელსი“ დაინტერესტდა, ქართველი მეკარის გარშემო საუბრები არ წყდება – ამის შესახებ ესპანური გამოცემა COPE იტყობინება.
ესპანური მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენელი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრას დაესწრო, შემდეგ კი გარკვეულ საკითხებზე ისაუბრა. გამოცემის ცნობით „ჩელსი“ მზადაა „ვალენსიას“ შეთავაზება მაშინვე გაუკეთონ, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, „ვალენსია“ ფინანსურ კრიზისშია და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად „ვალენსიას“ პრეზიდენტი პიტერ ლიმი მზადაა ქართველი მეკარე გაყიდოს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ვალენსია“ 31 მატჩში დაიცვა და 7 შემთხვევაში კარის მშრალად შენახვაც მოახერხა. რაც შეეხება გუნდს, „ვალენსია“ ცუდ მდგომარეობაშია და გავარდნის პირასაა.