ივნისი 4, 2023

მადრიდის რეალმა ბოლო სამი კლასიკო წააგო : სუპერთასის ფინალი (3-1), კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველი მატჩი (1-0) და ლა ლიგის კლასიკო (2-1).

“მათ ბოლო სამ თამაშში დაგვამარცხეს და ვფიქრობ, ხვალ უნდა მოვიგოთ”, – თქვა კარლო ანჩელოტიმ ბარსელონასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ბარსა ფავორიტია? ჩვენ გვაქვს 90 წუთი იმისთვის, რომ დავბრუნდეთ და ვფიქრობ, რომ ძალიან თანაბარი თამაში იქნება. არ ვიცი, ვინ არიან ფავორიტები, ეს დეტალებით გადაწყდება.”

“ელ კლასიკო ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია ყველასთვის. ჩვენ წინ დიდი მეტოქე გვყავს. გამარჯვება მნიშვნელოვან შეჯიბრში ფინალში გასვლის საშუალებას მოგვცემდა და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.