
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლეო მესის საუდის არაბეთის ყველაზე პრესტიჟულმა კლუბმა „ალ ჰილალმა“ ხელფასის სახით კოლოსარული თანხა შესთავაზა. არაბული გუნდი არგენტინელს ხელფასის სახით წელიწადში 400 მილიონ ევროს სთავაზობს. თუმცა, როგორც იტალიელი ინსაიდერი წერს, ლეოს პრიორიტეტი კარიერის ევროპაში გაგრძელებაა.
ამ ეტაპზე მესი ,,პსჟ-სთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ბოლო დროს მისი კატალონიის ,,ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნების შესახებ კი სულ უფრო და უფრო მეტი იწერება.
მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა