ივნისი 4, 2023
Biletebi.ge განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს, Marca.ge წერილს უცვლევად გთავაზობთ:
„მრავალი გულშემატკივარი გამოთქვამს წუხილს ნაკრების ბილეთების გაყიდვის ხარვეზებთან და სტადიონზე დაშვების მართვასთან დაკავშირებით. მიუხედავად მრავალჯერადი მცდელობისა, მიგვეღო მონაწილეობა თქვენს მიერ საბილეთო კომპანიის შერჩევაში, ჩვენ დღემდე არ მოგვეცა საშუალება წარგვედგინა ჩვენი პირობები.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამოვწურეთ ყველა საშუალება მიგვეღო ინფორმაცია პირდაპირი კომუნიკაციით, იძულებული ვართ მოგმართოთ საჯაროდ, კითხვით: რატომ ხდება, მრავალი ხარვეზის მიუხედავად, წლიდან წლამდე, ერთი და იგივე საბილეთო კომპანიასთან ექსკლუზიური კონტრაქტის გაფორმება ყოველგვარი კონკურსის გარეშე?
ჩვენი აზრით, ფედერაცია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული შეარჩიოს კომპანია, რომელიც შესთავაზებს საუკეთესო პირობებს და სერვისს. ამის მაგივრად, თქვენი ჩინოვნიკების მიერ ხდება ბაზარზე ერთ ერთი ძლიერი და გამოცდილი მოთამაშის ხელოვნური დაბლოკვა.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.