
სანაკრებო პაუზის შემდგომ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთში პირველი შეხვედრა ჩაატარა და “ვალენსიასთან” ერთად ქულაც მოიპოვა. მამარდაშვილის “ვალენსიამ” ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში “რაიო ველიკანოს” უმასპინძლა.
სტუმრები მე-9 წუთზე, სანტი კომესანას გოლით დაწინაურდნენ, 82-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში (1:1) პენალტით გაათანაბრეს. ქართველმა მეკარემ მატჩის ბოლო წუთებში შესანიშნავი მოგერიება შემოგვთავაზა, მან 87-ე წუთზე სალვი სანჩესის რთული დარტყმა მოიგერია. მატჩი საბოლოოდ ფრედ 1:1 დასრულდა
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 32 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად ხუთჯერ შეინახა. „ვალენსია“ 27 ქულით „ესპანიოლსა“ და „ალმერიასთან“ ერთად მე-17-მე-19 ადგილებს იყოფს, მომდევნო ტურში კი 9 აპრილს, სტუმრად სწორედ „ალმერიას“ შეხვდება.