დეკემბერი 8, 2023

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, რომელიც 2028 წლამდე იქნება გათვლილი.

Sportbible-მ ხვიჩას საინტერესო სტატია მიუძღვნა:

“კვარაცხელია ნაპოლიში არსაიდან გამოჩნდა. ბათუმის “დინამოდან” გადასვლის შემდეგ მან ევროპაში ნამდვილი ფურორი მოახდინა.

მადრიდის “რეალს” და პსჟ-ს მისი შეძენა სურთ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2028 წლამდე იქნება გათვლილი.

სავსებით მოსალონდელი იყო, რომ კვარაცხელიას ხელფასი საგრძნობლად გაიზრდებოდა, თუმცა გულშემატკივრები გაოცებულები არიან მისი დაბალი ანაზღაურებით.მისი წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით შეადგენს 4 მილიონ ევროს. ეს უდრის დაახლოებით 67 000 ფუნტს კვირაში” – წერია სტატიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *