
როგორც ექსკლუზიურად ვწერდით იტალიის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად “ნაპოლის” ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
ქართველი ფეხბურთელისთვის 2022/2023 წლების სეზონში ეს მესამე ასეთი ჯილდოა, რაც იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში სარეკორდო შედეგია.
კვარაცხელია პრიზს “მილანთან” სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩამდე მიიღებს.
2022/2023 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე “ნაპოლის” მაისურით 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.