
28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიას უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
უცხოურმა პორტალმა Whoscored-მა საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მაღალი ქულით ხვიჩა კვარაცხელიას (7.5) თამაში შეაფასა, მეორე გამოცემა Sofascore-მა კი “კვარასა” და გიორგი მიქაუტეს თანაბარი (7.3 ქულა) დაუწერა.
ორივე პორტალის მიხედვით, ყველაზე დაბალი შეფასებები გურამ კაშიამ (6.2) და ჯემალ ტაბიძემ (6.3) დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.