დეკემბერი 8, 2023

გიორგი მიქაუტაძემ “მეცის” მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ აღნიშნული პრიზი მიმდინარე სეზონში მეხუთედ და ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელმა მარტის თვეში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე 14 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *