როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ნაპოლიმ” ფრანკფურტის “აინტრახტის” ბარიერი გადალახა და მეტოქე ორ მატჩიან დუელში 5:0 დაამარცხა.
“პარტენოპეიმ” არსებობის ისტორიაში ამ ტურნირის 1/4 ფინალში გასვლა პირველად შეძლო, რაც კლუბისთვის უდიდესი წარმატებაა.
რაც შეეხება ნეაპოლელების მომდევნო მეტოქეს, სავარაუდო მოწინააღმდეგეთა სია შვიდი გუნდისგან შედგება. ესენი არიან: “მან.სიტი”, “ბენფიკა”, “რეალი”, “მილანი”, “ჩელსი”, “ინტერი”, “ბაიერნი”.
მოგახსენებთ, რომ წილისყრა 17 მარტს, ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყება.