ოქტომბერი 13, 2024

ფრანკფურტში „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ითხოვენ. საქმე ისაა, რომ „აინტრახტის“ ფანებს იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეაპოლში მატჩზე დასწრება აუკრძალა.

 

 

 

აკრძალვა გამოწვეულია ამ გუნდების პირველ შეხვედრაში ფანებს შორის მომხდარი დაპირისპირებით, ასევე „ნაპოლი“ – „აიაქსის“ მატჩზე გულშემატკივრებს შორის მომხდარი ინციდენტით.

 

ფრანკფურტის საკრებულოს წევრმა მაქსიმილიან კლოკნერმა უეფას მოუწოდა „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთოს:

 

„ერთადერთი ლოგიკური შედეგი იქნება „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა და „აინტრახტმაც“ ასევე უნდა განიხილოს, ნამდვილად სურთ თუ არა, ასეთ ფარსში მონაწილეობა“, – თქვა მან.

 

გარდა ამისა, პროტესტი გამოხატეს „აინტრახტის“ ხელმძღვანელებმაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს მიუღებელი გადაწყვეტილებაა და 2500 გულშემატკივრის გაკონტროლება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ იტალიურ მხარეს სხვა ინტერესები აქვს.

 

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ფრანკფურტში „აინტრახტი“ 2:0 დაამარცხა, საპასუხო მატჩი კი 15 მარტს  გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *