
ესპანეთისა და მადრიდის რეალის ყოფილი მოთამაშე ხოსეპ მარია გუტიერეს ერნანდესი, იგივე გუტი, ბავშვობიდან ხვიჩა კვარაცხელიას საყვარელი ფეხბურთელი არის. როგორც ჩანს ამის შესახებ თავად გუტიმ არაფერი იცოდა.
” ამის შესახებ არაფერი ვიცოდი! იმედია, ხვიჩას მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, მადრიდის რეალში მალე ვიხილავთ. ჩემს 14 ნომრიან მაისურს ავტოგრაფით გავუგზავნი” – ამბობს გუტი.
‼️"KVARATSHKELIA, OJALÁ vengas al REAL MADRID"
1⃣4⃣"Voy a mandarte una CAMISETA"
🗣️El mensaje de @GUTY14HAZ a la estrella del @sscnapoliES. #ElChiringuitoDeMega pic.twitter.com/RyahW9uDeL
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) March 7, 2023