
პრემიერ ლიგის კლუბები აღშფოთებით გამოეხმაურნენ, როცა შეიტყვეს რომ ნიუკასლის თავმჯდომარე იასირ ალ-რუმაიანი აშშ-ს სასამართლო დოკუმენტში აღწერილი იყო, როგორც “საუდის არაბეთის მთავრობის მოქმედი მინისტრი”. Amnesty International-მა მიმართა საფეხბურთო ასოციაციას , რომ ლიგამ ხელახლა განიხილოს ნიუკასლის მფლობელებისთვის მიცემული გარანტიები, რათა საუდის სახელმწიფოს კლუბზე კონტროლის უფლების არ ქონა დადასტურდეს.
შეშფოთებულია დივიზიონის კლუბების უმრავლესობა, რომლებიც წერილს წერილზე წერენ ლიგაში თავიანთი შეშფოთების გამოსახატად. მათ სურთ, რომ ეს საკითხი იყოს დღის წესრიგში აქციონერთა მომდევნო კრებაზე 30 მარტს, რათა დეტალურად განიხილონ.
პრემიერ ლიგის 19 კლუბის წარმომადგენელს სურს ასოციაციასთან შეხვედრა,რადგან აქამდე იცოდნენ რომ მსგავსი ტიპის გარიგება არ შედგებოდა. მედია საშუალებებით გაგებული ინფორმაცია კიდევ უფრო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა კლუბებისთვის,რომელთა ლიგის იმიჯი ბევრის თვალში უკვე შეილახა 815 მილიონზე მეტი სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხის გამო.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty მოუწოდა ლიგას ახალი კითხვები დაუსვან ნიუკასლის მფლობელებს.
„უტყუარი ირონიაა სუვერენული სიმდიდრის ფონდის დეკლარაციაში, რომელიც წარმოიშვა საუდის არაბეთის მზარდი სპორტული იმპერიის კიდევ ერთი მხარის შესახებ კამათში, მაგრამ მარტივი ფაქტია, რომ საუდის არაბეთის სპორტული რეცხვა გავლენას ახდენს მრავალ სპორტზე და მმართველმა ორგანოებმა უნდა უპასუხონ მას ბევრად უფრო ეფექტურად.“ , – აცხადებენ ორგანიზაციაში.