აპრილი 16, 2024

კოპა დელ რეის მატჩი ბარსელონასა და მადრიდის რეალს შორის საინტერესოდ წარიმართა. მიუხედავად კატალანთა მინიმალური ანგარიშით მოგებისა, დაძაბული მომენტები უხვად იყო.
პირველ ტაიმში ვინისიუსი და დე იონგი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩაერთნენ, ხოლო მეორეში ჩავის და კარვახალის დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც მუნუერა მონტერომ (მსაჯმა) ბარსელონას მწვრთნელის გაფრთხილებით დაასრულა.
ყველაფერი ბალდესა და კარვახალის შეტაკებით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა ბარსელონას მწვრთნელმა გადაწყვიტა. “ჭკვიანი ხარ”, – უთხრა “ბარსას” მწვრთნელმა ჯერ ირონიულად, როგორც კამერებმა დააფიქსირეს, შემდეგ კი ორჯერ “სულელი” უწოდა. “სულელო, სულელი ხარ”, – დაჟინებით ამტკიცებდა ჩავი და ხელით ანიშნა რომ ლაპარაკი გაეგრძელებინა. მწვრთნელს კარვახალმაც უპასუხა, მაგრამ კამერებმა ვერ დააფიქსირეს რა უთხრა.

მუნუერა მონტერო სთხოვა ჩავის დამშვიდებულიყო მატჩის დარჩენილი ნაწილისთვის, მაგრამ მწვრთნელი მაინც დაჟნებით აპროტესტებდა ყველაფერს, განსაკუტრებით დამატებულ 5 წუთს მატჩის ბოლოს.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ მადრიდელთა ავტოგოლის წყალობით 1-0 გაიმარჯვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *