
როგორც მოგეხსენებათ, მარტში აირბოქსზე მორიგი შეხვედრა გაიმართება.
აღნიშნულ მატჩში ერთმანეთს “რეინჯერსისა” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები დაუპირისპირდებიან.
ზემოთხსენებულ მატჩში შოთა არველაძეც მიიღებს მონაწილეობას.
ვეტერანმა ქართველმა მოთამაშემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
“მიხარია, რომ მარტში რეინჯერსის მაისურს კიდევ ერთხელ მოვირგებ, ლეგენდების მატჩში. ყოველთვის სასიამოვნოა ასეთ თამაშებში მონაწილეობის მიღება, მეგობრებთან და ძველ თანაგუნდელებთან შეხვედრა.” – განაცხადა არველაძემ.