სექტემბერი 14, 2024

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და რეკორდებს ხსნის. მოგეხსენებათ, გუშინ სერია A-ს 24-ე ტურში “პარტენოპეიმ” გასვლაზე “ემპოლი” 2:0 დაამარცხა.

 

გთავაზობთ 4 მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც გუშინდელი მატჩის შემდეგ დაფიქსირდა:

 

1) “ნაპოლიმ” სერია A-ში პირადი რეკორდი დაამყარა. კლუბს 24 ტურის შემდეგ 21 შეხვედრაში არასდროს უმარჯვია. აქამდე 24 ტურის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლი მაურისიო სარის “პარტენოპეის” ჰქონდა დაფიქსირებული, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 2017/18-წლების სეზონში 20-ჯერ იმარჯვა.

 

2) ტოპ 10 ლიგაში გასვლაზე ყველაზე მეტი შეხვედრა “ნაპოლისა” და “სელტიკს” (11) აქვთ მოგებული.

 

3) იანვრის შემდეგ

გასვლით მატჩებში სპალეტის გუნდს უკვე 6 შეხვედრაა გოლი არ გაუშვია. ტოპ 5 ლიგაში მსგავსი მაჩვენებლი აქვთ დაფიქსირებული “ბარსელონასა” და “ნანტს”.

 

4) “ინტერისა” და “იუვენტუსის” შემდეგ “ნაპოლი” პირველი გუნდი გახდა, რომლის მეტოქემაც სერია A-ში გასვლით მატჩებში ზედიზედ 5 შეხვედრაში ბურთი ვერ გაუტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *