ოქტომბერი 12, 2024

იტალიური გამოცემა RAI-ს ჟურნალისტის, ჩირო ვენერატოს თქმით, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და ქართველი, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ყოველწლიურად 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

 

მისი ინფორმაციით, ხვიჩას ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება.

 

“კრისტიანო ჯუნტოლი და აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც ქართველი ყოველწლიურად 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხელშეკრულება გათვლილი 2028 წლის ივნისამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ “კვარას” კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება.

 

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” 2022 წლის ზაფხულში ბათუმის “დინამოდან” შეუერთდა. 22 წლის გარემარბმა მიმდინარე

სეზონში “პარტენოპეის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 12 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *