სექტემბერი 22, 2023

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში ,,ნაპოლი” ,,სასუოლოს” ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.(0-2)

მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. კვარამ მე-12 წუთზე ბრწყინვალე დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა.

ეს მატჩი უგოლოდ არ დაუსრულებია ნიგერიელ შემტევს, ვიქტორ ოსიმენს, ოსიმენმა კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა შეხვედრის 33-ე წუთზე.

ხვიჩა მოედნიდან 78-ე წუთზე გაიყვანეს.

,,ნაპოლიმ” დამატებით დროში კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო, თუმცა ჯოვანი სიმეონეს ვიდეო რეფერიმ გოლი გაუუქმა.

სპალეტის გუნდი 62 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *