ოქტომბერი 13, 2024

2022 წლის 18 ივლისს, დორტმუნდის ბორუსიაში გადასვლიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში, 27,4 მილიონი ფუნტიანი თავდამსხმელი, სებასტიენ ჰალერი თავს ცუდად გრძნობდა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ის თავს კარგად არ გრძნობდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს იყო საჭმლის მომნელებელი სისტემსს პრობლემა. 24 საათში ფეხბურთელს სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა.

კოტ-დ’ივუარელ 28 წლის ფეხბურთელს, რომელიც 2019 წელს ვესტ ჰემს შეუერთდა იმდროინდელი საკლუბო რეკორდი 45 მილიონი ფუნტით, გაიარა მკურნალობა, რომელიც მოიცავდა ქიმიოთერაპიას და ორ ოპერაციას.

ის ვარჯიშს გასულ თვეში დაუბრუნდა და დორტმუნდში დებიუტი შეასრულა მეორე ტაიმის შემცვლელად აუგსბურგის წინააღმდეგ 22 იანვარს. 4 თებერვალს, კიბოს მსოფლიო დღეს, ჰალერმა თავისი პირველი გოლი გაიტანა თავის ახალ კლუბში ფრაიბურგის წინააღმდეგ.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთან პირველი მატჩის წინ, ჰალერმა BBC Sport-თან ისაუბრა მისი კიბოს დიაგნოზის გავლენის შესახებ.

“ემოციებისთვის დრო არ არის”
ჰალერს უხდებოდა იმის გარკვევა, რასაც ეუბნებოდნენ – მაგრამ მაშინაც კი, როცა სიტყვა კიბო გამოიყენეს, ამან არ შეაშინა.

“პირველ დღეს არ ვიცოდი, რომ ეს კიბო იყო”, – ამბობს ის. “მათ უბრალოდ თქვეს “სიმსივნე”. მაგრამ მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი. ზუსტად არ ვიცოდი რას ნიშნავდა. უბრალოდ ვკითხე ექიმს. “კიბოა, არა?” მან თქვა “დიახ”.

“რა თქმა უნდა, ხვდები, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება, რომ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. უროლოგი დამეხმარა, რომ არ შემეშინდეს. მან მითხრა, რომ გამოვჯანმრთელდი. ყველა მისი სიტყვა თავისთავად მივიღე”.

ჰალერი მამა, ძმა და ქმარია. მისი პირველი ზარი იყო მეუღლესთან პრისცილასთან, რომელიც იმ დროს შვებულებაში იმყოფებოდა სამ შვილთან ერთად.

„ემოციურობის დრო არ იყო“, იხსენებს ის. “მას ჰყავდა ბავშვები და მე უნდა ვიყო პირდაპირი. “გთხოვ დაჯექი. რაღაც სერიოზული უნდა გითხრა.” ეს უნდა ყოფილიყო სწრაფი, მოკლე საუბარი.

„ჩემმა შვილებმა დაინახეს, რომ ჩემი სახე შეიცვალა”
ჰალერს არ ეშინოდა თავისი მოგზაურობის გასაჯაროება. მან ფოტოები საავადმყოფოს საწოლიდან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კიდევ ერთხელ მელოტი გამოჩნდა, რადგან ქიმიოთერაპიის კურსმა შედეგი გამოიღო.

„სოციალურ მედიის სურათები საკმაოდ კარგად ასახავს ჩემს თავს“, ამბობს ჰალერი. “მე რომ მარტო ვყოფილიყავი, მხოლოდ ჩემს მეუღლესთან ერთად, ალბათ სხვაგვარად იქნებოდა. მაგრამ როგორც კი შვილები გეყოლებათ, დრო არ გექნებათ ცუდზე იფიქროთ, რადგან მათ სჭირდებით. რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უნდა აჩვენოთ რომ ყველაფერი კარგადაა.

“რა თქმა უნდა, რაღაც ცუდი მომენტები, თუნდაც ემოციური. ადვილი არ იყო, რადგან ავად ვიყავი, მთელი ყურადღება ჩემკენ იყო მოქცეული და არა სხვა ადამიანებისკენ, არა ხალხისკენ. ჩემი ოჯახიც იტანჯება, მათზე არავინ ზრუნავს, რაც დიდი პრობლემაა.“

“მათთვის ეს მართლაც რთული იყო. მათ დაინახეს, რომ ფიზიკურად ვიცვლებოდი. ეს იყო ყველაზე რთულად მოსაგვარებელი ნაწილი. თქვენ გრძნობთ უფრო მეტ სტრესს და უფრო მეტ წუხილს. ეს გაიძულებთ უფრო ფრთხილად იყოთ სიტყვებთან და ქცევებთან.“

საფეხბურთო სამყარო გაერთიანდა ჰალერის ირგვლივ, რომელიც გადატვირთული იყო მისი მიღებული მხარდაჭერის შეტყობინებებით. მისი ძველი ბოსი აიაქსიდან, ერიკ ტენ ჰააგი, მომნახულებელთა სიაში იყო. ჰალერს არასდროს შეჰპარვია ეჭვი, რომ დაბრუნდებოდა. მაგრამ თავს მაინც ცუდად გრძნობდა დორტმუნდისთვის.

„ ვფიქრობდი “მათ იყიდეს ფეხბურთელი და ორი კვირის შემდეგ ვეღარ ვითამაშებ, არ ვიცი რამდენ ხანს. რა ცუდი გარიგებაა. რა თქმა უნდა, მინდოდა დავბრუნებულიყავი და დამებრუნებინა ის მხარდაჭერა, რაც მათ გამომიცხადეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო. მათ მომცეს ნდობა , სანამ რამეს მივცემდი საპაასუხოდ. ავად ვიყავი და მათ მხარი დამიჭირეს. მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ დაბრუნებას მოვახერხებდი. ბევრი რამ ფსიქიკური იყო და მეორე ოპერაციამ ყველაფერი გაართულა, მაგრამ ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი“.

ჰალერი სიამოვნებით დაბრუნდა გასახდელში “განსაკუთრებულ” ატმოსფეროში. გოლის გატანა მისთვის საუკეთესო გრძნობაა მსოფლიოში.

“შენზე მნიშვნელოვანი ამ მომენტში არაფერია,” ამბობს ის. “ყველა გიყურებს, ყველა ყვირის, ღრუბელზე დადიხარ“.
ახლა ჰალერი პოზიტიურადაა განწყობილი . კიბო აღარ იწვევს ნეგატივას. არც მისი უბედური გამოსვლა პრემიერ ლიგაში, ვესტ ჰემში, კარიერაში ერთხელ, როდესაც გოლების გატანა პრობლემად ექცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *