სექტემბერი 29, 2023

კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში, სტუმრად “სალამისთან” მოგებული მატჩის (1:0) 75-ე წუთზე ტრავმა მიიღო “ანორთოსისის” მეკარე გიორგი ლორიამ.

 

ლორიამ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, შეცვალეს და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

 

kerkida-ს ცნობით, ლორიას ბარძაყის ოთხთავა კუნთი აქვს დაზიანებული. თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, დღეს სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *