ოქტომბერი 2, 2023

თურქეთსა და სირიაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ კრისტიან ატსუ ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. გუშინდელი ინფორმაციით, ჰატაისპორის განელი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს,მაგრამ როგორც გაირკვა ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა.

“როცა წავიკითხეთ, რომ კლინიკაში მიიყვანეს, მაშინვე წავედით, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა. ამ მომენტში ვფიქრობთ, რომ კრისტიან ატსუ ნაპოვნი არ არის.”, – აცხადებს ჰატაისპორის ექიმი.

შეგახსენებთ,რომ ატსუმ მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე გამარჯვების გოლი გაიტანა და სახლში საზარელ ბუნებრივ მოვლენამდე 20 წუთით ადრე დაბრუნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *